მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ვცდილობთ - პაველ ჰერჩინსკი

EU-ის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაახლოების პარალელურად, ქვეყანაში ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდება.

როგორც ელჩმა ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, არის გამოწვევები, იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილში.

„როდესაც საქმე ეკონომიკურ განვითარებას ეხება, საქართველო ნამდვილად წარმატების ისტორიაა. ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა, რითაც ვამაყობთ და ვფიქრობ, ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს. ჩვენ ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ. ცხადია, არის გამოწვევები, ინფრასტრუქტურა კვლავ განვითარების პროცესშია. ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით, ბევრ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს. წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ვხარჯავთ პროექტებზე. ვცდილობთ, საქართველოში ბიზნესგარემო გავაუმჯობესოთ და ქართული ბიზნესები ევროპულთან დავაახლოოთ. წარმატების ბევრი მაგალითია და ვიმედოვნებ, რაც უფრო ახლოს იქნება საქართველო ევროკავშირის წევრობასთან, ბიზნესკლიმატი მით უფრო გაუმჯობესდება“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, დღეს პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩთან ერთად, ევროპული ბიზნესასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები