16 ივლისს „ჯი-თი მოტორსმა“ საფუძველი ჩაუყარა BMW-სა და MINI-ს უახლესი, ეკომეგობრული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შოურუმის მშენებლობას, რომლის ინვესტიციაც 20 მილიონ ლარს შეადგენს.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს სპეციალურად ეწვია BMW Group-ის აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტი - პოლ დე კოღტუა, მის გუნდთან ერთად.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულდება BMW-ს სრულიად ახალი სტანდარტის, Retail.Next-ის მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ლაუნჯ სივრცე, ბარი და პრივატული სივრცეები.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
ჯამურად 8 806 კვ.მ მიწის ფართობზე იგეგმება 19 448 კვ.მ შენობის აშენება, რომელიც ასევე მოიცავს შიდა გამწვანებულ სივრცეებს, დამატებით საპარკინგე ნაგებობებსა და სპეციალურად თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სპორტდარბაზს.
მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვების შემდგომი მომსახურების (ე.წ. aftersales) სივრცე იქნება საკმაოდ მასშტაბური, რაც იშვიათი ფაქტია საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
პროექტზე BMW-ს გერმანელ არქიტექტორებთან ერთად ქართული არქიტექტორული კომპანია DEPHANI მუშაობს.
BMW-სთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია ეკომეგობრულობაზე და მომავლის მდგრად განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისად უახლესი სტანდარტების თანახმად, მშენებლობისას გამოყენებული იქნება მზის პანელები და ეკოლოგიურად სუფთა მასალები. შენობა ასევე შესაბამისობაში იქნება LEED Silver სერტიფიკატის მოთხოვნებთან.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ “ჯი-თი მოტორსი” BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდმა ოპერირების პირველივე წელს, 44 ქვეყანას შორის მოიპოვა.
2024 წელი „ჯი-თი მოტორსისთვის“ მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ივნისში კომპანიის ორგანიზებით საქართველოში პირველი BMW M Experience ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, ავტოდრომზე გამოეცადათ უნიკალური M ავტომობილები, მათ შორის ლიმიტირებული BMW M3 CS და BMW M5 CS.
„ჯი-თი მოტორსმა“ BMW M Experience-ზე 3000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რაც თავის მხრივ საქართველოს ავტოინდუსტრიაში უნიკალური და ყველაზე მასშტაბური პრეცედენტია.
BMW-სა და MINI-ს ახალი შოურუმი დავით აღმაშენებლის ხეივნის 151 ნომერში აშენდება.