მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ქართველი მძღოლები გამოწვევაა - რა არ მოსწონთ ტურისტებს?

ტურისტი ტურიზმი

კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები მთავარ გამოწვევად ტურიზმის სექტორში მომუშავე მძღოლებს ასახელებს. როგორც "რენტო ჯგუფის" დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ სირაძემ "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, მძღოლების ნაწილის არაკვალიფიციურობა ძალადობას, ყაჩაღობასა და ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს.

"პირველ რიგში, საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან. იგულისხმება უსაფრთხოება, ქცევის კოდექსი. ეს არ რის უბრალოდ გადაადგილება A პუნქტიდან B-მდე. გადაუმზადებელი მძღოლების ჩართულობა ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა ძარცვა, ძალადობა, ავტოსაგზაო შემთხვევები. ნებისმიერ პირს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, შეუძლია, დამოუკიდებელი გზებით ჩაერთოს ტურიზმის სექტორში. მას არ აქვს არანაირი გამოცდილება, ცოდნა, როგორ უმასპინძლოს და როგორ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ის არის ქვეყანაში შემოსული ტურისტის პირველი ემოცია", - განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ივნისში კვლევა ჩატარდა, სადაც გამოკითხული 5000 ტურისტიდან 80%-მა მთავარ პრობლემას მძღოლები დააფიქსირა. ნიკოლოზ სირაძის თქმით, პირველი კვლევიდან, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ვითარება არ შეცვლილა.

"სახელმწიფოსთან კომუნიკაცია 2019 წელს დავიწყეთ, პროცესებს პანდემიამ ხელი შეუშალა. ტურიზმის ადმინისტრაცია ახლა ჩართულია და გარკვეულ ტრენინგებსაც ატარებს. ჩვენ წინადადებით შემოვდივართ, ის მეთოდი, რაც ჩვენ დავნერგეთ [კადრების გადამზადება], გვინდა გავაფართოოთ. ჯერ გარკვუელ ჯგუფებზე, ვინც სფეროში არიან ჩართულები, მათზე გავრცელდეს", - აღნიშნა ნიკოლოზ სირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები