საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მონაწილეობას არ იღებდა, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არც დემოკრატიული ყოფილა და არც თავისუფალი.
"არჩევნებს, როცა ოპოზიციის ლიდერები დაკავებულები არიან, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა მიმდინარეობს და ეუთო/ოდირი არ აკვირდება, არ შეიძლება ეწოდოს თავისუფალი და დემოკრატიული. საქართველოს მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები", - წერია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს ინკლუზიური დიალოგი წარმართოს საქართველოს მოქალაქეებთან.




























