საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
დღეისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ის 252-ს შეადგენს.
უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის სამს შეადგენს.




























