მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

5f6f2f53bcac0
BM.GE
26.09.20 16:01
1306
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, პაციენტი საავადმყოფოში ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 59 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია და სხვა დაავადებები ჰქონდა. 

26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-ით გაიზარდა და ამჟამად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4960-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ინფიცირებულებიდან 166 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, თბილისში კი ინფიცირების 41 შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები