მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით 6 757 ადამიანია აცრილი - ამირან გამყრელიძე

60644f3c8eff9
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.21 14:28
648
დღეის მონაცემებით, საქართველოში Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით 6 757 ადამიანია აცრილი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, 30 მარტს ჩატარდა 1051 აცრა, აქედან “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა 678 ადამიანი და “კარგი არის ის, რომ არცერთი დოზის დანაკარგი არ ყოფილა”.

ამირან გამყრელიძის თქით, გუშინ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა 353 ადამიანი და ამ ვაქცინის შემთხვევაში დანაკარგი არის რეგიონებში.

“14 აპრილამდე დაჯავშნილია 14 224 ადგილი აცრისთვის, აქედან მედპერსონალი არის 3 609, 10 615 კი არის 65 წელს ზემოთ მოსახლეობა; აქედან 10 085 ადგილი დაჯავშნილია ფაიზერზე, 4 138 ასტრაზენეკაზე”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები