მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში დაზღვევის ბაზარი განვითარების სტადიაზეა“ - გიორგი ბარკალაია

628243727d504
თათია კაკიაშვილი
16.05.22 22:00
1072
„საქართველოში დაზღვევის ბაზარი ჯერჯერობით განვითარების სტადიაზეა“, - ამის შესახებ BMG-ს სადაზღვევო კომპანია New Vision-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარკალაიამ განუცხადა.

ბარკალაიას თქმით, არსებული ინფლაციის მიუხედავად, დაზღვევის სერვისით მოსარგებლე პარტნიორებს New Vision-თან თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. მისივე თქმით, მომართვიანობა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და აგროსექტორში დასაქმებული მოქალაქეებისგან გაიზარდა.

„დღეს დაზღვევის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია მოსავლის იმ შესაძლო საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც შეიძლება, უამინდობის გამო წარმოიშვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დავეხმაროთ იმაში, რომ მათი მოსავალი, მომავალი იყოს დაზღვეული. საქართველოში დაზღვევის ბაზარი ჯერჯერობით განვითარების სტადიაზეა და შესაბამისად, ყოველი დღე სადაზღვევო სექტორისთვის ახალი დანამატი და ზრდა არის. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ სადაზღვევო ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა გიორგი ბარკალაიამ.

გიორგი ბარკალაიას თქმით, სადაზღვევო კომპანია New Vision-ი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დაზღვევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და სიახლეებს აწვდის.

„სადაზღვევო კომპანიის ზედამხედველობის მეშვეობით, ვცდილობთ, მეტი განათლება მივცეთ ხალხს იმის შესახებ, თუ რაში სჭირდებათ მათ დაზღვევა და რამდენად მნიშვნელოვანია ის,“- განაცხადა ბარკალაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები