დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 89395-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 71468 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ით 815-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2370 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5763 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3435 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:
● რუსეთი - ახალი შემთხვევები +20,985; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,991,998. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,501,083. გარდაცვლილთა რაოდენობა 34,387 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 456 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +12,496; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 570,153, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 259,079. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,112, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 256 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +4,215; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 425,628, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 361,655. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,820 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 116 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,589; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 120,459, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 80,069. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,839 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 28 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +2,239; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 81,397, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 58,111. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,030 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 25 საათში 20 ადამიანი.




























