მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5ffdcbc7c9128
BM.GE
12.01.21 20:11
1017
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 241637-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 227208-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 24-ით 2820-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 514 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3879 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 569 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +22,934; ინფიცირების ჯამური შემთხვევები
3,448,203. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,825,430. გარდაცვლილთა რაოდენობა 62,804 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 531 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +9,809; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,346,285, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,218,464. გარდაცვლილთა რაოდენობა 23,152 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 171 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,116; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,124,430, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 812,368. გარდაცვლილთა რაოდენობა 20,019, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 184 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +355; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 162,643, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 150,602. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,941 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 10 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +519; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 225,346, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 210,798. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,941 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 15 ადამიანი.

წყარო - Wordlometers

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები