მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

602556ce926c4
BM.GE
11.02.21 20:02
836
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 264158-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 256024-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ით 3321-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 386 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2083 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 290 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +15,038; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,027,748. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,538,422. გარდაცვლილთა რაოდენობა 78,687 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 553 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +8,642; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,556,837, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,445,285. გარდაცვლილთა რაოდენობა 27,093 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 95 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,039; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,258,094, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,098,944. გარდაცვლილთა რაოდენობა 24,058, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 124 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +180; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 168,676, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 160,670. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,135 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +140; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 231,649, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 226,119. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,170 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 ადამიანი.

წყარო - Wordlometers

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები