მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის, შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს

6450f12252a51
ნინი ლონგურაშვილი
02.05.23 21:40
2523
საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. ახალი კანონპროექტით, სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ძაღლის დაჩიპვა და იდენტიფიცირება. რაც შეეხება მოსაკრებლის ოდენობას, თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში პირველი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში 200, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.

“ აუცილებელია ჯარიმები იყოს, როგორც ცხოველის გაგდებაზე, ასევე მისი ჯანმრთელობის დაზიანებაზე, საბოლოოდ, იმას რომ კანონი არ გვაქვს, მივყავართ ჰიპერპოპულაციის საკითხამდე და იმ დაავადებებამდე, რაც არის ცოფი, ჭირი და ა.შ. ეს პრობლემები, გარკვეულწილად გადაიჭრება კანონით, რომელიც კანონპროექტის სახით არსებობს ახლა.

ამასთან, ჩემი ინიციატივაა, რომ ჯიშიანი ძაღლების ასე გამრავლება შეჩერდეს და გაკონტროლდეს. მთელ მსოფლიოში ძაღლების და კატების სელექცია მიმდინარეობს და საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს, უნდა გამრავლდეს, მხოლოდ კარგი წარმომადგენლები, რომ არ იყოს გენეტიკური პრობლემები. ამ სფეროსთვის კანონის არსებობა უმნიშვნელოვანესია,“ - აღნიშნა მარიკა ჩხიკვიშვილმა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტზე გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტი მუ­შა­ობს, რომ­ლის გან­ხილ­ვე­ბის და­წყე­ბაც პარ­ლა­მენ­ტში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იგეგ­მე­ბა.

“ვგეგმავთ, რომ ივნისში ინიცირება მოვახდინოთ კანონპროექტის, რომელზეც მუშაობა და განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას, თუმცა მანამდე ბევრი სამუშაოა, არის საკითხები, სადაც სპეციალისტების ფართო წრის ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები