მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ძალიან ნეგატიური ტენდენციებია და ჩვენი შეშფოთება მხოლოდ იზრდება - ველდკამპი

 კასპარ ველდკამპი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე თქვა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.

"ვერ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რასაც განვიხილავთ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საქართველო კვლავ არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტენდენციები ძალიან ნეგატიურია და ჩვენი შეშფოთება მხოლოდ იზრდება. ნამდვილად ვღელავ ქართველ ხალხზე, რომელთაც სურს იხილონ ევროპული ჰორიზონტი და ევროპული მომავალი“,- განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები