მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემა მოეწყობა - რა ეტაპზეა პროექტი?

ელექტროენერგიის დამაგროვებელი

საქართველოში ელექტროენერგიის დამაგროვებლების პირველი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მალე დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ რუაძე ამბობს, რომ 200 მეგავატის სიმძლავრის შემნახველი მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია. პროექტის მხარდამჭერი აზიის განვითარების ბანკია და ამასთან, მოსალოდნელია კერძო სექტორის ჩართულობა.

მისივე თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოკლევადიან პერიოდში სისტემას მოქნილობის საშუალებას მისცემს.

„ეს არის დამაგროვებლების პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება საქართველოში და ეს იქნება 200 მეგავატის სიმძლავრის, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ენერგოსისტემისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მისი როლი განსაკუთრებით დიდია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორის ხერხემლისთვის, სისტემის დაბალანსების გაძლიერებისთვის. ეს პროექტი ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაშია, ეს მალე დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მოუთმენლად ველით ასევე კერძო სექტორის ჩართულობას ამ პროექტის განხორციელებაში“,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება ვადებს, ნოდარ რუაძის თქმით, რეალურია, რომ პროექტი ორ წელში განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რადგან უკვე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, მისი განხორციელება შესაძლებელია მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდში. სავსებით რეალური არის ეს. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. შესაბამისი კონტაქტები დამყარებულია პოტენციურ ინვესტორებთან“,- აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები