მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

ელექტრომობილები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ქვეყანაში 113,8 მლნ აშშ დოლარის 7899 ელექტრომობილი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 78,6 მლნ აშშ დოლარის 4589 ელექტრომობილი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების იმპორტი ყოველწლიურად თითქმის ორმაგდება.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ლიდერი პოზიცია ტრადიციულად აშშ-ის უკავია, მეორე ადგილზე კი - ჩინეთია.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა 2026 ლის იანვარ-ივლისის მონაცემებით შემდეგია:

  1. აშშ - 82,3 მლნ აშშ დოლარი - 6372 ერთეული
  2. ჩინეთი - 17,2 მლნ აშშ დოლარი - 818 ერთეული
  3. გერმანია - 5,8 მლნ აშშ დოლარი - 58 ერთეული
  4. იაპონია - 4,3 მლნ აშშ დოლარი - 473 ერთეული
  5. კანადა - 1,2 მლნ აშშ დოლარი - 92 ერთეული
  6. ავსტრია - 503 000 აშშ დოლარი - 2 ერთეული
  7. უკრაინა - 436 400 აშშ დოლარი - 4 ერთეული
  8. შვედეთი - 323 000 აშშ დოლარი - 5 ერთეული
  9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 269 300 აშშ დოლარი - 23 ერთეული
  10. თურქეთი - 265 100 აშშ დოლარი - 7 ერთეული

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი აქციზისგან არის განთავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები