მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის ელექტრომობილები

პორშე ტაიკანი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 1,860 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა,რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. იმპორტის მთლიანი ღირებულება კი 37 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 20 ათას დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელს იმპორტის საშუალო ფასზე, 28.6 ათასზე 30%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი გლობალურად მეორადი ელექტრომობილების ფასების მკვეთრი კლებით არის განპირობებული.

სტატისტიკის თანახმად, საქართველომ ელექტრომობილები წელს შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

1) აშშ - 872 ავტომობილი, 15 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $17 ათასი;
2) ჩინეთი - 448 ავტომობილი, 12 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $27 ათსი;
3) გერმანია - 67 ავტომობილი, 4 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $63 ათასი;
4) იაპონია - 371 ავტომობილი, 2.4 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $6.6 ათასი;
5) ბელგია - 26 ავტომობილი, 1.1 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $45 ათასი.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს იმპორტის ფასი ყველაზე დაბალი იაპონიიდანაა და ის 6.6 ათას დოლარს შეადგენს, რაც უმეტესწილად იმპორტში მეორადი ავტომობილების მაღალი წილით არის განპირობებული. ასევე მაღალია მეორადი ავტომობილების წილი აშშ-დან იმპორტში. იმპორტის შედარებით მაღალი $63 ათასი დოლარის ფასი ფიქსირდება გერმანიიდან იმპორტში, რაც ახალი ავტომობილების რიცხვის სიდიდით არის განპირობებული. ასევე ჩინეთიდან საქართველო ძირითადად ახალ ელექტრომობილებს ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები