მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება - იოზვიაკი

ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია, საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან 100 მლნ ევროზე მეტი თანხა გაიყინება და საქართველოს მთავრობის ნაცვლად NGO-ებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები