მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმის შემოღება და აღიარება მოხდება

64639ed2e5b9d
BM.GE
16.05.23 19:17
669
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)“ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილა. 

საქართველოს პარალმენტის ინფორმაციით, ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის 2019 წლის 31 ოქტომბერს მოეწერა ხელი.

„შეთანხმების შესაბამისად ხდება საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმის შემოღება და აღიარება. კერძოდ, დღეს არსებული ორი მექანიზმის - “საქპატენტში” განაცხადის შეტანასა და დაპატენტებას და ასევე საერთაშორისო საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად შეტანილ საერთაშორისო განაცხადთან ერთად, ამ შეთანხმების შესაბამისად, იქნება მესამე გზა - ევროპული პატენტის ვალიდაციის გზა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ როგორც განცხადების შეტანა, ისე პატენტის გაცემა განხორციელდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში და მხოლოდ აღიარება, ანუ ვალიდაცია მოხდება საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შეთანხმების შედეგად გაიხსნება გზა და დაიწყება უშუალოდ მოლაპარაკებები ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით. მისივე თქმით, ამავდროულად ეს საკმაოდ საინტერესო გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც აპირებენ, რომ საქართველოში დაიცვან საკუთარი სამრეწველო გამოგონებები თუ ნიმუშები იმისათვის, რათა ისეთივე დაცვის სტანდარტები მოქმედებდეს მათთან მიმართებაში, როგორც ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები