მიმდინარე წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 47.3 მლნ დოლარით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აგვისტოშიც ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია. შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს.