საქართველოში ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინაში ომის ფონზე გაჩენილი რუსი მიგრანტების დადებითი ეფექტი იწურება, რის გამოც რუსული გზავნილები ახალ წონასწორობის წერტილს პოულობს. რუსეთიდან გადმორიცხვების მკვეთრი ვარდნის ფონზე კი 10 თვეში საქართველოში ჯამურად შემოსული გზავნილები 731 მილიონი დოლარით შემცირდა. საპირისპიროდ, მზარდია გადმორიცხვები აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ბოლო თვეებია უკვე შეერთებული შტატები და იტალია დაწინაურდნენ გადმორიცხვების სტატისტიკაში.