მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო

გაფიცვა

საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან როგორც კომპანიები, ასევე ცალკეული თანამშრომლები - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, ბანკების თანამშრომლები და ა.შ.

დღევანდელი პროტესტის - "გაიფიცე საქართველოსთვის" მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

საყოველთაო გაფიცვას უერთდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიესალმება პროტესტის ამ ფორმას.

გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და დედაქალაქის გარდა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა ტიპის და სიდიდის ბიზნესებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები