მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ საარჩევნო დარღვევებს - ბორელი

ბორელი

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა ამჟამინდელი მთავრობის ხელში, ლიდერებმა უკან დახიეს საქართველო ევროპული გზიდან", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს.

"ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა. “ოცნებამ” დააშორა საქართველო ევროინტეგრაციას. ყველას გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს. საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა ჩატარდეს. მთავრობამ კი ცვლილებები უნდა განახორციელოს. სხვაგვარად საქართველო ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას. მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წარუდგინოს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავისი ანგარიში. მსურს, ვუთხრა ქართველ ხალხს: ევროკავშირის კარი ღია იქნება, მაგრამ მთავრობის კურსი აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციისგან", - განაცხადა ბორელმა.", - განაცხადა ბორელიმ.

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები