თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ღვინის შიდა მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა - 2016 წლის თითქმის 79 მლნ ლიტრიდან 2024 წელს ოდნავ 31 მლნ ლიტრამდე.
“აღნიშნული დინამიკა უფრო შერჩევით მოხმარებაზე მიუთითებს და არა ღვინისადმი ინტერესის კლებაზე; საოჯახო წარმოების შემცირების პირობებში, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის პოტენციური მოხმარება დაახლოებით 42 მილიონ ბოთლად არის შეფასებული”, - წერია მიმოხილვაში.
როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კითხვაზე - რამდენად ხშირად ყიდულობთ ღვინოს, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად. 35% - არასდროს, 15% - თვეში რამდენჯერმე, 4% - კვირაში რამდენიმეჯერ, 2% - კვირაში ერთხელ, ხოლო 1% - ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე.
ხოლო კითხვაზე - სად სვამთ ღვინოს ყველაზე ხშირად? - გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ სახლში სვამს, 36% - რესტორანში ან ღვინის ბარში, ხოლო 20% - სტუმრად.





























