მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ღვინის ქვის სამკაულების წარმოება დაიწყეს - Wine Diamond-ის გეგმები

617fead3c8020
მარიამ იზორია
01.11.21 20:49
2045
ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელი ბრენდი Wine Diamond-ი ნაწარმის ექსპორტზე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გატანას გეგმავს. როგორც Wine Diamond-ის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, მსოფლიოში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ღვინის ქვის სამკაულების წარმოება დაიწყეს, ამასთან მისივე თქმით, მოთხოვნა მათი პროდუქციის მიმართ ქართულ ბაზარზე მაღალია. მისივე თქმით, ბრენდის მომხმარებლები უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან.

"Wine Diamond-ი პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მარტში დავაფუძნე, თავდაპირველად, როდესაც ამ საქმიანობას შევუდექი, მეუბნებოდნენ, რომ ღვინის ქვისგან სამკაულის წარმოება წარმოუდგენელი იყო, ვამაყობ, რომ საქართველო არა მარტო ღვინის ქვეყანაა, არამედ მსოფლიოში პირველი ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელი ქვეყანაც. რაც შეეხება მოთხოვნას, ქართულ ბაზარზე ძალიან მაღალია. 2021 წელს გვინდა ექსპორტზე გატანაც მოვასწროთ. ვფიქრობთ ეს იქნება ამერიკა და ევროპის ქვეყნები - იქ, სადაც მეღვინეობას კარგად იცნობენ და იციან რა არის ღვინის ქვა“ - ჰყვება თამუნა აბულაძე.

ცნობისთვის, ქართული კომპანიის Wine Diamond-ის შექმნის პირველადი ინვესტიცია 500 ლარს შეადგენდა. პროდუქციის ფასები 80-320 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები