მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში III კვარტალში 198 მილიონი კვერცხი იწარმოვა|საქსტატი

კვერცხი

2026 წლის III კვარტალში საქართველოში კვერცხის წარმოებამ 198 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.7%-ით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, კვერცხის წარმოება მეცხოველეობის პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალი წლიური ზრდით გამოირჩევა. 2025 წლის III კვარტალში საქართველოში 172.6 მილიონი კვერცხი იწარმოვა. შესაბამისად, ერთ წელიწადში წარმოება 25.4 მილიონი ცალით გაიზარდა.

კვერცხის წარმოების ზრდა 2026 წლის სამივე კვარტალში არ დაფიქსირებულა ერთნაირი ტემპით, თუმცა მესამე კვარტალში მაჩვენებელმა განსაკუთრებით მაღალი ნიშნული აჩვენა. კერძოდ, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 179.1 მილიონი კვერცხი იწარმოვა, მეორე კვარტალში - 178.2 მილიონი, ხოლო მესამე კვარტალში - 198 მილიონი.

შედარებისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში წარმოება 173 მილიონი კვერცხი იყო, მეორე კვარტალში - 181.5 მილიონი, ხოლო მესამე კვარტალში - 172.6 მილიონი. შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში კვერცხის წარმოება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი დაახლოებით 1.8%-ით შემცირდა. მესამე კვარტალში კი ზრდამ 14.7% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები