თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie-ს დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი BM.GE-სთან ტურისტული ნაკადების შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადრე თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტები მოგზაურობდნენ, ახლა მხოლოდ რუს ტურისტები შეინიშნებიან.
მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და არასტაბილურმა გარემომ განაპირობა.
"ზოგადად ჩვენი მომხმარებლები ახალგაზრდა სეგმენტია. ონლაინ ძირითადად ქართველები ყიდულობენ, მათ შორის, ემიგრანტებიც. ხოლო მაშინ, როდესაც ყოველკვირეულ გამოფენებზე გავდივართ, ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყიდულობს. რადგან ჩვენი ფასი მათთვის ძალიან ხელმისაწვდომია. 5 ლარიდან იწყება და 75 ლარამდე აღწევს.
ამ ბოლო დროს, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება. საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ეს გამოფენებზე განსაკუთრებით შეინიშნება ხოლმე. ადრე ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, გვაცნობდნენ თავის ისტორიას, თუ საიდან იყვნენ და სად მიჰქონდათ ჩვენთან ნაყიდი საჩუქრები. ახლა ძირითადად რუსები შეინიშნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენების ბრალია. ტურისტები საქართველოს აღარ თვლიან ისეთ ადგილად, სადაც შეიძლება ჩამოვიდნენ, დრო გაატარონ და რესურსი დახარჯონ",- აცხადებს თვალიაშვილი.