მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა - მოსახლეობის რა ნაწილი იყენებს ინტერნეტს ყოველდღე?

ინტერნეტი

საქართველოში ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით,  2023 წლისთვის ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოში ოჯახების 89  პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. მათ შორის, ინტერნეტით უზრუნველყოფილი ოჯახების წილი სოფლად 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საქართველოს ქალაქებში ოჯახების  93.1%-ი  და სოფლად 83.4 %-ია ინტერნეტით უზრუნველყოფილი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა  და თბილისში დაფიქსირდა,  შესაბამისად, 96.2 და 94.2 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82.7 პროცენტმა, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.1 პროცენტს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 93 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.6 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები