საქართველოში ნესვის იმპორტი შემცირდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყანაში 95 800 აშშ დოლარის ღირებულების 238 ტონა ნესვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნესვის იმპორტმა 171 500 აშშ დოლარი და 270 ტონა შეადგინა.
წელს, ნესვი ყველაზე დიდი რაოდენობით ირანიდან შემოვიდა (26 500 აშშ დოლარი, 117 ტონა), თუმცა, თანხობრივად ნესვის იმპორტის ყველაზე მეტი წილი თურქეთზე მოდის (59 000 აშშ დოლარი, 114 ტონა). მცირე რაოდენობით იმპორტი ფიქსირდება ნიდერლანდებიდან - 10 300 აშშ დოლარი და 6 ტონამდე.
ცნობისთვის, წლევანდელი ტენდენცია აჩვენებს, რომ ირანიდან გაზრდილია ნესვის იმპორტი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ხუთჯერ აღემატება თანხობრივად, ხოლო 12-ჯერ - მოცულობით. აღსანიშნია, რომ ირანული ნესვი გაცილებით ნაკლები გვიჯდება, ვიდრე თურქული და მით უმეტეს ნიდერლანდური ნესვის.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, საქართველოში 284 400 აშშ დოლარის 540 ტონა ნესვი შემოვიდა. 2023 წელს კი - 281 100 აშშ დოლარის 1207 ტონა.
იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის მონაცემებით:
- თურქეთი - 226 600 აშშ დოლარი, 464 ტონა
- ნიდერლანდები - 42 600 აშშ დოლარი, 21 ტონა
- ირანი - 8200 აშშ დოლარი, 19 ტონა
- სომხეთი - 7100 აშშ დოლარი - 36 ტონა




























