მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჯანდაცვის სერვისების იმპორტი ექსპორტს 18-ჯერ აჭარბებს - რაზე მიანიშნებს სავაჭრო დეფიციტი?

მედიცინა

საქართველოს ჯანდაცვის სერვისებით ვაჭრობის მონაცემები ავლენს მუდმივ და გაფართოებულ დეფიციტი, რამდენადაც იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

2024 წელს ჯანდაცვის სერვისების ექსპორტმა 1,92 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 33.6 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, დეფიციტმა -31.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პანდემიის დაბალი მაჩვენებლიდან, 2020 წლის 400 ათასი აშშ დოლარიდან თანდათანობით აღდგენის მიუხედავად, ექსპორტი კვლავ დაბალ დონეზეა. საპირისპიროდ, იმპორტი გაიზარდა, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში, როდესაც პიკს - 44,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს უცხოურ ჯანდაცვის სერვისებზე მზარდი დამოკიდებულების შესახებ მიანიშნებს.

მიმოხილვის მიხედვით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ხაზს უსვამს საქართველოს გეპს შიდა ჯანდაცვაში სისტემაში - არასაკმარისი სიმძლავრე ან ხარისხი, რაც მოსახლეობას უცხოეთში მკურნალობისკენ უბიძგებს. ეს ასევე მიანიშნებს დაუკმაყოფილებელ საჭიროებები, რაც იწვევს ვარაუდს, რომ მიუხედავად სახელმწიფო და კერძო ხარჯების ზრდისა, ადგილობრივ სისტემას შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეს მოწინავე სამედიცინო ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური პერსონალი ან გარკვეული მაღალი სირთულის მომსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები