მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხორბლის წარმოება შემცირდა, სიმინდის კი გაიზარდა - სტატისტიკა

სიმინდის ყანა

საქართველოში, 2023 წელს, წინასწარი მონაცემებით, 146.6 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს, რაც 6.5%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ქერის წარმოება 26.9%-ით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 24.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ბოსტნეულის წარმოებას, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კონკრეტულად კარტოფილის წარმოება კი 0.4 პროცენტით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა.

გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა საქართველოში 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება.

საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ცნობისთვის, 2023 წლის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 14 ივნისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები