Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ხორცის წარმოება მზარდია, თუმცა სექტორი კვლავ იმპორტ დამოკიდებულია.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 74.6 მლნ კგ ხორცი იწარმოვა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 49.9% იყო. მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის უმსხვილესი სექტორია. 2022 წელს სოფლის მეურნეობის ბიზნესის 915.5 მლნ ლარიან ბრუნვაში ამ დარგზე 50.7% მოდის. 2023 წლის მონაცემებით კი მეცხოველეობის მიმართულებით 611 კომპანია ოპერირებს. ამასთან დარგში 3 მსხვილი, 9 კი საშუალო კომპანია ფიქსირდება. როგორი პროგნოზია მეცხოველეობის დარგში, ზამთრის პერიოდისთვის?