მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში კომბუჩას კულტურა ჩამოვაყალიბეთ“ – „ჰენკა“

63f9dd8b8ecd6
სალომე ხიდურელი
25.02.23 14:37
1986
ჯანსაღი სასმელების ქართული საწარმო „ჰენკა“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, მომხმარებელს 7 სახეობის კომბუჩას სთავაზობს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ზარანდია BM.GE-სთან ქართულ ბაზარზე უცხო სასმლის დამკვიდრების სირთულეებზე საუბრობს.

„ჩვენი პროდუქცია ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა, მანამდე კი „ჰენკას“ გუნდი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სასმლის დახვეწაზე, რათა მომხმარებლისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტი შეგვექმნა. მთავარი სირთულე, რასაც კომბუჩას წარმოებისას შევხვდით ისაა, რომ საქართველოსთვის ეს სასმელი უცხოა. ჩვენ მოგვიწვია ქვეყანაში კომბუჩას კულტურა ჩამოგვეყალიბებინა და ქართველი ხალხისთვის ეს სასმელი გაგვეცნო.

კომბუჩა - ეს არის ჩაიზე დაფუძნებული სასმელი, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო დანამატებს. არის სრულიად ნატურალური, უშაქრო პროდუქტი, რომლის მიღებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. წარმოებაში გამოყენებული ნედლეულიც ყოველგვარი მავნე სასუქის გარეშე მოჰყავთ“, - ამბობს მარიამ ზარანდია.

კომპანიის სიახლეებზე საუბრისას, „ჰენკას“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ორი კვირაა, რაც გაყიდვაში ახალი პროდუქტი
ჩაუშვეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ „ჰენკას“ მთავარი მიმართულება ჯანსაღი სასმელებია, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის უცხოური ბაზრიდანაც ჩვენთან ახლოს მდგომი პროდუქტი შემოგვეტანა. „Go and Fun” ეს არის უგლუტენო ენერგეტიკული სასმელი, რომელიც შედარებით ჯანსაღი ალტერნატივაა ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მსგავსი პროდუქციისთვის. ეს სასმელი უკვე მთელს მსოფლიოშია ცნობილი, „ჰენკა“ კი ქართველ მომხმარებლებს მის სამ სახეობას სთავაზობს: Zero, Ginger და Original“, - აღნიშნავს მარიამ ზარანდია.

ინფორმაციისთვის, „ჰენკას“ „კომბუჩას“ შეძენა თბილისსა და ბათუმში ქსელურ მარკეტებსა და კვების ობიექტებშია შესაძლებელი, თუმცა მალე სხვა ქალაქებშიც გეგმავენ შესვლას.

აღსანიშნავია, რომ „ჰენკას“ წარმადობა თვეში 15 000-მდე ბოთლია და საწარმო 15-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები