საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი მონაცემები უკვე აისახა ვებგვერდ stopcov.ge-ზე. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 667-ია.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე, ხოლო გარდაიცვალა 12.




























