კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 26-ით გაიზარდა 783-ს მიაღწია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 605-ია.
საქართველოში COVID-19-ის შესახებ სხვა სახის სტატისტიკა ასეთია:
გარდაცვლილი - 12
კარანტინის რეჟიმში - 3031
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.