მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსის 29 158 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fda45c32e211
თამთა ჯიჯავაძე
16.12.20 23:50
687
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 29 158 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 487 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 167 281-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 2 495 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1922-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 39 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 16 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 622 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 461 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 721 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 75 595 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები