დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 30 918 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 183 099 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 146 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 150 461-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 2 129 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 694-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 11 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 017 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 400 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 881 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 686 509 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.




























