საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge.
ამავე გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26-ია.




























