მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 აქტიური შემთხვევაა - 23 აგვისტოს სტატისტიკა

5f423e397566a
თელარა გელანტია
23.08.20 18:10
1226
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის covid-19 სულ 1132-მა პაციენტმა დაამარცხა, რაც სულ ინფიცირებულების 80%-ია.

NCDC-ის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვითვე, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 343,720 ტესტია ჩატარებული; მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 92,475-ს შეადგენს.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1411 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 17 პირი იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები