მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი ფაქტები დადასტურდა

5e89744cf1c0c
თელარა გელანტია
05.04.20 10:24
2163

საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1 - გარდაიცვალა. გარდაცვალების პირველი ფაქტი გუშინ, 4 აპრილს დაფიქსირდა. ვირუსმა 79 წლის ქალი იმსხვერპლა. ის ე.წ. მარნეული-ბლონისის კლასტერიდან იყო.

კარანტინის რეჟიმშია - 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები