მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კორონავირუსმა, ჯამში, 10 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

617cec0671d31
ინგა მურუსიძე
30.10.21 10:54
1270
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსმა კიდევ 42 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდა ამისა, ვირუსით ქვეყანაში სულ გარდაცვლილთა რიცხვი 10 003-ს შეადგენს.

30 ოქტომბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 715 865 , ბოლო 24 საათში - 4 610
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 655 129 , ბოლო 24 საათში - 2 624
მათ შორის გარდაცვლილი - 10 003 , ბოლო 24 საათში - 42
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 55 815, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 603, PCR ტესტით - 24 212
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,26%, ბოლო 14 დღის - 8,96%, ბოლო 7 დღის - 8,82%
სულ ჩატარდა - 1 974 521 აცრა, დღიურად აცრილია - 4 151
კარანტინის რეჟიმში - 46
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 377
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 086.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები