დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 28 938 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 570 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 148 332-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 3 045 იყო.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 657-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 43 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 10 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 019 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 524 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 918 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 667 615 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.




























