საქართველოში კოსმეტიკური ან მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ დინამიკაში წლების მიხედვით ამ დასახელების საქონლის იმპორტის ღირებულება უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მოცულობები.
2023 წელს საქართველოში 74 მილიონ 187 ათასი დოლარის ღირებულების 2 783 ტონა კოსმეტიკური საშუალებები შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 25.1%-ით, რაოდენობა კი 14.7%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გასულ წელს საერთაშორისო ბაზარზე კოსმეტიკური ან მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებები გაძვირდა.
5 წლის განმავლობაში კოსმეტიკის იმპორტი წლების მიხედვით ასეთი იყო:
2019 წელი - $36.4 მლნ, 2 423 ტონა;
2020 წელი - $39.6 მლნ, 2 180 ტონა;
2021 წელი - $45.8 მლნ, 2 256 ტონა;
2022 წელი - $59.2 მლნ, 2 426 ტონა;
2023 წელი - $74.1 მლნ, 2 783 ტონა;
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, კოსმეტიკური საშუალებების მთავარი საიმპორტო ბაზარი საფრანგეთია. 2023 წელს კი ამ დასახელების პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:
- საფრანგეთი - $14.6 მლნ, 369 ტონა;
- რუსეთი - $6.5 მლნ, 242 ტონა;
- გერმანია - $6.1 მლნ, 233 ტონა;
- აშშ - $6 მლნ, 102 ტონა;
- ბელგია - $4.5 მლნ, 30 ტონა;
- კორეის რესპუბლიკა - $3.9 მლნ, 66 ტონა;
- იტალია - $3.8 მლნ, 72 ტონა;
- თურქეთი - $3.6 მლნ, 299 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $2.6 მლნ, 127 ტონა;
- ისრაელი - $1.9 მლნ, 51 ტონა.