მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კოვიდ-ინფიცირების შედეგად კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

6028cb1dd6db1
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 11:01
425
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 172 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 557-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 093-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები