მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი გააქტიურდა

მაინინგი

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი, რაც უკანასკნელ წლებში შემცირებული იყო, კვლავ დაბრუნდა - ამის შესახებ სემეკის მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. საუბარია ელექტროენერგიის პირდაპირი შემსყიდველი კომპანიების მიერ მოხმარებულ ენერგიაზე, რომელთა შორისაც წელს რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მაინინგით არის დაკავებული.

2024 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიებმა საერთო ჯამში 198 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ მეტია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების მოხმარება 36 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა. 2024 წელს საგრძნობლად არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე კომპანიების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მაინინგით არიან დაკავებული. ამ კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს კომპანია "თი ეფ ზი სერვისის", რომელმაც 2024 წლის 9 თვეში 98 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. სემეკის სტატისტიკის თანახმად, გაზრდილია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე კომპანია "აითილების" მოხმარებაც, რომელმაც 9 თვეში 54.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია "დატა ჰაბის" მოხმარება კი 2024 წლის 9 თვეში 45.3 მილიონი კილოვატ საათი იყო.

ანგარიშის თანახმად, მაინინგი ძირითადად თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ტერიტორიაზე ხდება, სადაც ელექტროენერგიის მიმღებ ორგანიზაციებს დენის დღგ-ის კომპონენტის გარეშე შეუძლიათ ელექტროენერგიის მოხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები