საქართველოში გერმანული გიგანტის, Daimler-ის, იგივე "მერსედესის" გენერალური დისტრიბუტორია კომპანია “აკა”. კომპანიამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა და მან 212.6 მილიონ ლარს მიაღწია.
გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2022 წელს შპს "აკას" მოგება 18.8 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 33.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 78%-იანი ზრდაა.
“მერსედესის” ცენტრის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:
• ახალი ავტომობილების რეალიზაცია - 192.6 მილიონი ლარი;
• ავტომობილების ნაწილების რეალიზაცია - 12.3 მილიონი ლარი;
• მეორადი ავტომობილების რეალიზაცია - 1 მილიონი ლარი;
• შემოსავალი მომსახურებიდან - 4.1 მილიონი ლარი;
• მთლიანი შემოსავალი - 212 მილიონი ლარი.
კომპანია “აკას” შოურუმი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 166 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 10.4 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯებიც.
კომპანიის აქტივები 93.5 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას სამი აქციონერი ჰყავს, ესენია - სალომე ასათიანი - 27%; მაკა ასათიანი - 27%; ლუიზა თავართქილაძე - 46%.