მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში MICE მიმართულებით ახალი, უნიკალური პროდუქტების შექმნაა შესაძლებელი“ - საერთაშორისო კომპანია

64ab9f32bcd27
BM.GE
10.07.23 10:05
425
M&i-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა. კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს.

“საქმიანი ტურიზმის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. გაყიდვების კომპანიებისთვის საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულება ჯერ კიდევ კარგად არ არის შეფასებული, თქვენს ქვეყანაში MICE მიმართულებით შესაძლებელია სრულიად ახალი, უნიკალური პროდუქტების აღმოჩენა და შექმნა“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე იაპრაკ რენდა.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.