მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-მ მიიღო

ემბისი
05.12.24 15:39
1662
სტატიაში საუბარია:

საქართველოში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-მ მიიღო - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს MBC-ის გენერალური დირექტორმა გია პეტრიაშვილმა დაუდასტურა.

როგორც მან განმარტა ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ მიკრობანკი თავის მომხმარებელს პროდუქტებს ახალი წლის პირველი დღეებიდან მიაწვდის.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სალიცენზიო კომიტეტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დღის ბოლომდე ველოდებით განკარგულებაზე ხელმოწერას.

ჩვენთვის ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც მიკრობანკს უკვე შეგვეძლება ახალი პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლებისთვის, პირველ რიგში ეს არის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშების გახსნა. ასევე ჩვენ შეგვეძლება უფრო მსხვილი სესხების შეთავაზება. თუ დღეს მხოლოდ 100 000 ლარამდე მოცულობის სესხები გაიცემა, მიკრობანკის ლიცენზია 1 მლნ ლარამდე სესხების გაცემის საშუალებას მოგვცემს.

სრულფასოვან ოპერირებას ვფიქრობ, ახალი წლის შემდეგ პირველივე დღეებში დავიწყებთ. ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რომელსაც რამდენიმე დღეს მოვანდომებთ და ახალი წლის შემდეგ ფუნქციონირებას მიკრობანკის სტატუსით დავიწყებთ“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი 2023 წლის ნოემბერში შეიტანა. კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიკრობანკის სტატუსზე აქვს განაცხადი შეტანილი „კრისტალია“. როგორც მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა BM.GE-სთან აღნიშნა, „კრისტალის“ განაცხადი განხილვის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები