მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოგზაურობა მასობრივ ტურიზმში არ უნდა გადაიზარდოს - Accor-ის რეგიონული დირექტორი

Accor

საქართველო ათასწლოვანი ისტორიისა და უნიკალური კულტურის მქონე სახელმწიფოა, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე და რიცხვებზე აისახება. თუმცა, როგორც საქართველოში მოქმედი სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის, Accor-ის რეგიონული საოპერაციო დირექტორი, ალექსის დელაროფი ამბობს, მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ შესაბამისი ნიში დაიკავოს და მასობრივ ტურიზმზე უარი თქვას.

“საქართველომ ტურისტული ნაკადები ფრთხილად უნდა მართოს, რათა ის მასობრივ ტურიზმში არ გადაიზარდოს, რადგან ასეთი ტურიზმი, ზოგჯერ, ადგილობრივ თავისებურებებს კლავს. მნიშვნელოვანია, ქალაქმა და ქვეყანამ ეს სპეციფიკური ბალანსი დაიცვას. მასობრივი ტურიზმი საქართველოში დღეს არ არის განვითარებული და მნიშვნელოვანია, ეს მომავალშიც ასე იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, ქართული ხასიათი, საკვები და სასმელი და გარემო, შესაძლოა, განადგურდეს. ყველაფერი ეს იმდენად ლამაზია, რომ ადამიანები სწორედ ამ სილამაზის სანახავად ჩამოდიან. მოდი, შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი, რათა ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვა, იგრძნოს, რომ საქართველოში ჩამოდის და არსად სხვაგან. ეს არის, რაც უნდა მოხდეს”, - განაცხადა ალექსის დელაროფმა BMG-სთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ფრანგული Accor-ი სასტუმროების მმართველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის აქციები პარიზის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები