მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოგზაურობის მსურველი პოტენციურად ბევრია, ამიტომ მარკეტინგული კამპანიები უნდა გაძლიერდეს" - "ადამოს" მმართველი

62bbfc5c18fd6
მარიამ ადამია
02.07.22 16:31
785
სასტუმრო "ადამოს" მმართველი, მაია მახათაძე, გადაცემა “საქმიან დილაში”, ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტზე საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში ყველამ კარგად იცოდეს, თუ რას გულისხმობს სწორი შრომითი უფლებები და მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაქირავებულ თანამშრომელსა და დამქირავებელს შორის შეიძლება ურთიერთობა არასწორად დარეგულირდეს.

“თუ ავიღებთ ერთ ცალკეულ მომსახურების სფეროს, რომელშიც ვერ მოხდება პროფესიული და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმება, რომლებმაც კარგად იციან საკუთარი უფლებები და მოვალეობები, მაშინ ქვეყანაში ავტომატურად ვიღებთ უხარისხო ტურიზმს. აქედან გამომდინარე აუცილებელია სწორად მოხდეს დანერგილი კანონის აღსრულება,” - განაცხადა მაია მახათაძემ.

კადრების დეფიციტის გარდა, მაია მახათაძემ ტურიზმის ეროვნლი ადმინისტრაციის მიერ დაგგეგმილ და განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობის მსურველი პოტენციურად გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამოდის და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია.

“დღეს წინ წამოწეულია არაბული ქვეყნები, თუმცა ევროპული მიმართულება, ან თუნდაც ის ქვეყნები, რომელიც საქართველოში არაა ფართოდ წარმოდგენილი, აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებულ ყურადღებას. დღეს მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოსთვის ბევრი აუთვისებელი ბაზარია, ანუ საქართველოში მოგზაურობის მსურველი პოტენციურად გაცილებით ბევრია, ამიტომ მარკეტინგული კამპანიები უნდა გაძლიერდეს,” - განაცხადა მაია მახათაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები