მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი აუდიტორული ფირმების რეიტინგი

629da78721791
Forbes Georgia
07.02.22 10:10
746
სა­ქარ­თ­ვე­ლოს აუდი­ტო­რუ­ლი ფირ­მე­ბის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს 15 უმსხვილესი ფირმის შემოსავალი აუდიტორული საქმიანობიდან 54 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ოთხწლიან ჭრილში კი აუდიტორების შემოსავლები თითქმის 44%-ით არის გაზრდილი.

აუდიტორული სექტორის შემოსავლების მატებას ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმაც უწყობს ხელს. კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი ფინანსური ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ – მსხვილმა თუ საშუალომ – საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.

ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და ფინანსური ანგარიშების მომზადებიდან მიღებული შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. მათ მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ.

აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუტსორსინგი და სხვა. თითოეული კომპანია ვალდებულია, რომ ყოველი წლის შემოსავლების შედეგები, რაც უშუალოდ აუდიტორულ საქმიანობას უკავშირდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინოს. სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება Forbes-ის რეიტინგიც.



სტატია უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები